ფესვი უმიწო


#ლექსები 

ნინო დარბაისელი

ფესვი უმიწო

გინახავთ ტყეში ხე, როგორც მეხამრიდი,
ოდნავ რომ ურხევს ტოტებს ნიავი მშვიდი,
ხოლო ფესვები მიწაგაცლილნი -  დგანან,
ხეს აცოცხლებენ, კვებას აკლებენ განა.
გადალაჯულა ზედ მდინარეზე ზოგი,
ქვეშ მიწაგაცლილს რა დარჩა დასაზოგი,
ზოგი ისეთი მაღალი არის ფესვი,
შიგ დაიბუდებ, რა გითხრათ უკეთესი!
ფესვქვეშ უმიწო დღესაც შემომხვდა მუხა,
იმაზე დარდმა ფიქრები გამირუხა.
თუ ერი გქვია, უნდა დაბერდე კარგად,
მუმლიც გეხვიოს, ვერ გხდიდეს დასაკარგად,
მთლად ნიადაგიც გამოგეცალოს - იდგე!
უცქირე ვარსკვლავს, კისერი გადაიგდე.
თუ ჩაგთვლემს,  ძილში სამშობლო ჩაიყოლე,
არ დაივიწყო  ლიახვთან მდგარი ოლე!
 გლოცავთ შორიდან და სადღეგრძელოც შევსვი.
ცოცხლობს უმიწოდ, თუ ძლიერია ფესვი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი