შოშია
#ლექსები ნინო დარბაისელი შოშია ვის - ბუხარი აქვს გუგუნა და თავი გაიღუღუნა. ვინ ეხმარება ზოგ-ზოგებს, თავის დანაზოგს იზოგებს. ვინ - ვიწრო გასაძრომშია, ვინ - პარიზშია, რომშია. ზოგის საჭმელი - დოა და ზოგის საჭმელი - დოშია. გულს უნდა - ჩიტისკენ - კარი, დაყარეთ ასაკენკარი! მობუზულია შოშია, რა ჰქნას შოშიამ, რომ შია?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი