დასაპეპლ - დაუპეპლავნი
ნინო დარბაისელი დასაპეპლ-დაუპეპლავნი (ძია ფროიდს - იუმორისტული) “ხანდახან სიგარა - უბრალოდ სიგარაა”, ისე გამეცალა, არ ვიცი, სიქა რაა! ხანდახან ჩიბუხი - უბრალოდ, ჩიბუხია, ფარდას შეფარულმა - ფარდა ჩამოხია! ხანდახან - ქვაბიც კი, - უბრალოდ, ქვაბია, და სულ არ ანაღვლებს, ვის სად რა აბია. ხანდახან ქალიც კი - უბრალოდ, ქალია, საწყვილის ლოდინში ვინც ყოფა გალია. ხანდახან კაციც კი - უბრალოდ, კაცია და შენს თავს მოჰკითხე, თუ გაცხელ-გაცია! ხანდახან სექსიც კი - უბრალოდ სექსია, ზოგთან სექსს გერჩია, ძაღლები გექსია! მამალს მოელიან - უბრალოდ, ქათმები… მათი შემხედვარე იცინი, გათბები. მამალი ცოტაა, დედლები - მეტია, თავს ყველგან დაიძვრენ, (თუკი გაგეტია!) ხანდახან ოცდება მკითხველთა ერთობა: ეს ქალი გაგიჟდა? რა თემით ერთობა? ხანდახან არ ვიცი, რაა მოთმინება, სათქმელი არა მაქვს და მერითმინება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი