ისევ კარნავალები
#ლექსები ნინო დარბაისელი ისევ კარნავალები (ლოდინზე - სული მეხუთება. წერაში რიგი სწრაფად გადის. წავედი!) აი, ხიდიც! - რიალტო, აყრილი ფილაქანი, ხიდქვეშ- თევზის ბაზრობა, ლეღვიც, გვერდით - დაქალი, ჩვენი გიდი - დაქალი და დაქალთან ქაქანი. გონდოლები - თოკები - ტალღები- ნასარკალი, ქარის მინაქარვალი. უკვე წლები გასულა, დროა როგორ მტარვალი. მაღლა - “შოფზე-შოფები”, მე - ტალახში, შარვალი, ამოთხვრილი უბემდე. ახლა - შინ ვიმყოფები, შემაცია ზამთარმა რა - მხურვალე, რა - რვალი! ვზივარ ჩამქრალ ბუხართან, არც რამ შემოსავლები, არცა რამ გასავლები, -არც რამ მადევს ვალები?! პლედში უზარმაზარში - ჩაფუთვნას ვეწვალები, მოდი, ამომიკეცე, შენ კი გენაცვალები! ვეღარ გავძლებ ამის მეტს, მებლიტება თვალები, არ მსმენია ჩვენების ხმა, შემონათვალები. მოსჩანს ტელევიზორში ვიღაც გონდოლიერი, შავი მოსავს, ეტყობა მედიდური იერი, ნეტავ ვინმეს ეცნობა ნიღბით შენაცვალები? იქნებ მიწიერია ან სრულიად ციური, ყველას - მისატყუარი! დღეს არავის - უარი! დღეა ამბიციური. მიდის ვენეციური, გაგრძელდება კიდევ თვე კარდაკარნავალები - - ზამთრის კარნავალები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი