ხანდახანური
#ჩემი_მხიარული_რითმებიდან ნინო დარბაისელი ხანდახანური - - მოიწით აქეთ, მოიწით აქეთ, სიბრძნეს გასწავლით, თქვენ, მოქალაქეთ: სადაც ვის ნახავთ, როგორც ვის ნახავთ, აქეთ და აქეთ, აქეთ და აქეთ! მღვრიეზე - მღვრიემ რა თქვას გულწრფელი? წყალი ჩაივლის, ქვიშა - დარჩება. ვინ - მტყუანია და ვინ - მართალი, უფალსაც უჭირს ზოგჯერ გარჩევა. მოიწით! იცით?- სულ ამაოა, გინდ იყოს დინჯი, გინდა ცანცარა, იტყვის : “ნეტა, ღმერთს არ მოეცა რა,” უეცრად ხელი თუ მოეცარა... ჰო, მაქებარი - უფალსაც უყვარს, მაძაგებელი - დედასაც არა და ამიტომაც შინა და გარეთ, აქეთ და იქით, იქით და აქეთ, აქეთ და აქეთ, აქეთ და აქეთ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი