ჩემი ჩიტი - კარდინალი
ნინო დარბაისელი ჩემი ჩიტი - კარდინალი დაეკიდა ნამძივები გაშეშებულ რტოებს, ტბაც მოყინა, ყინვა წყალში სივრცეს იფართოებს. ზამთარია, ვეფიცხები ბუხარს, სიმარტოვეს, აღარც ვუცქერ მკვდარ ყვავილებს, ყინვით დანატორებს, ცაა - ისე თოვლით მძიმე, იწყებს თოვლი - თოვებს, მოედება გზებს, დაბლობებს, ბარნებს და ერდოებს. მზე აკრიფავს როდის-როდის ამდენ განათოვებს. ჩემი ჩიტი კარდინალი, ტანწითელა კარდინალი ფანჯარასთან - ცეცხლის ალი, ადრე იყო მომღერალი, ქრისტეს სისხლში შეღებილი აქ სიმშვიდეს პოვებს. აწ რაფაზე მუნჯად მჯდარი არასოდეს მტოვებს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი