დატბორილია ვენეცია
#ლექსები ნინო დარბაისელი დატბორილია ვენეცია (პეტრარკული სონეტი - ABBAABBA CDECDE) წელს დაიტბორა ვენეცია, ისე ციოდა, ლამის იყო და, ჩაიშალა კარნავალები, კაფე-რესტორნებს დაედება ყველას ვალები. - ამ მაგიდებში თან რა ძვირი მივეციო და, ვრჩები უფულოდ, ასე, მე უკომერციოდა, კლიენტი - არ ჩანს, ამ წვიმაში რას ვეწვალები. წყვილებს ველოდი, არა ჩანან აღარც ცალები. - ერთი რესტორნის მეპატრონე ასე ჩიოდა. ადამიანმა როგორ გასძლოს უსმელ-უსმელად, რიგია, კუთხის ფარდულებმა ხალხი ისია. დასაჯდომს - არა საჭმელს ეძებს, განა არ შია! შეფარებულში ზოგჯერ რას არ გაიგებს სმენა! ხუმრობდა ვიღაც: - ვენეციისთვის - საკმარისია, საუკუნობით წყალზე იდგა? - ახლა წყალშია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი