ბრუნვა


#ლექსები

ნინო დარბაისელი

  ბრუნვა  

ერთი - ამბობდა - ჩემია! მეორე - ამ დროს დუმდა,
ჰოდა,  უწევდა დათმობა, მოხარშულთა თუ უმთა.

ერთმა სასახლე ირგუნა, მეორემ - რაღაც ქოხი,
ერთს  შეხვდა პირის ფარეში, მეორეს - ოყა თოხი.

ერთს - უხვად ჰქონდა ყოველი,  მეორეს - უხვად - დარდი, 
მინუსია თუ პლიუსი, ტოლია მილიარდი.

ერთის  -  სულ ენთო სანთელი, მეორესი კი - ჩაქრა,
მაგალითია მრავალი. მე დავამატო აქ - რა!

ერთით - ხარობდა მრავალი, მეორით -  მარტო დედა.
სხვისი სჯობია შენსასო, თქმა ვერვის გაებედა.

ერთად -  მე რად არ ვიშვიო, მეორედ  ვიყო?! - არა! 
- ქარს სდევდა   მთქმელი ამისა, ქარითაც მიიქარა.

ერთო,  გეყოფა  სიხარბე, მეორევ - კმარა  შრომა - 
ნიადაგ ოფლიანობა და პირზე ოფლის შრობა!

სიცოცხლე სურდა ორივეს, გული  - ვერ დაუოკდა. 
სხვადასხვაგვარად იცხოვრეს?! - ბოლოს ორივე მოკვდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი