ქცა


ქცა

(მასზეა, ოღონდ ტირილს არა ვართ!)

მას ცხოვრებაში მხარი აექცა:
ფულის ტომარა უცებ წაექცა
და მთელი ჭერიც თავზე დაექცა,
ინერვიულა  - წონა გაექცა, 
წონა გაექცა - ცოლიც გაექცა,
ცოლი გაექცა  - ცუდად მოექცა,
ცუდად მოექცა -  არ შემოექცა,
არ შემოექცა - სისხლი ჩაექცა,
სისხლი ჩაექცა - ღრანჭი მოექცა,
ღრანჭი მოექცა -   ვერას შეექცა,
ვერას შეექცა -  ზედ გადაექცა,
 ზედ გადაექცა  - წვალებად ექცა. 
 სადაც გაიქცა - ყველგან წაიქცა, 
 ყველგან წაიქცა - სულმთლად დაიქცა,
 სუმთლად დაიქცა - სხვად გადაიქცა,
სხვად გადაიქცა - ცა ჩამოიქცა, 
ცა ჩამოიქცა და იმა ქვეყნად ასე მიიქცა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი