მონსტრი


#ლექსები
ნინო დარბაისელი
მონსტრი

(შექსპირული სონეტი)

ჯერ არ შობილა  ამა ქვეყნად ადამიანი, 
რომ ანგელოზთან ერთად,  გულში მონსტრიც არ  ჰყავდეს.
უსასოოდაც რომ მოსჩანდეს თვალნამიანი,
იმისთვის  ლუკმას არ  მარხავდეს, არ ინახავდეს. 

მონსტრო-მონსტრიკო, დაიძინე, აჰა -  მალამო, 
აქვე,  კუთხეში  მიკუნჭულო,  დარჩი მაგხელა!
ხომ გითხრა გულმა,  შენგან,  იცი, არას ვმალავო,
ისედაც  ხედავ, რად გინდაო რამის გამხელა.

 ნუ გამიღვიძებთ! როგორ ვცდილობ, ვიყო კეთილი,
ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ ცდაზე  - დაბლა ვეცემი.
 თუ  არ გამომდის, სასწავლია ის გაკვეთილი.
თქვენს მონსტრს მიხედეთ, მოსავლელად  მყოფნის მე - ჩემი!

ვარ გამარჯვება-დამარცხების ბევრის მომსწრები,
როცა იბრძვიან  ერთმანეთში ჩვენი მონსტრები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი