ვნახულობ მეგობრის სიზმარს


ეს - პეტრარკული სონეტი  “ისე, რა” გამიმივიდა. ვითომ რიტმული სიხალისის შეტანა მოვიწადინე და არ გაამართლა. მეგობრისთვის  მინდოდა მიმეძღვნა, მაგრამ ასეთისა -  არ ღირს, სხვა  დროს ვუძღვნი რამეს.
 წარუმატებელ ეტიუდად ჩავთვალოთ.
  მაინც ნამუშევარია. 
    თუ არ დაგეზარებათ, მოიცლით და წაიკითხავთ, მადლიერი დაგრჩებით. 

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ვნახულობ მეგობრის სიზმარს
(ციკლიდან - ეტიუდები)

(პეტრარკული სონეტი - ABBAABBA CDECDE )

კლასიკური მუსიკა, დეპრესია,  ვალები
გდევენ მთელი ცხოვრება,  არ გაძლევენ გზას.
 შენ ვინ შემოგაგებებს პალმასა თუ  ბზას,
ათასგვარი ლანდები  დაგდევენ ფრთამალები.

ამაოა წვალება,  ვერსად დაემალები.
გაძალებენ  ფიალას  - შხამით სავსეს,  მზას, 
მიჰყვებიან  განაჩენს - ციურს, იმ არზას.
ეძებ სულის სიმშვიდეს მათით განაწვალები.

ვხედავ    შავ-ბნელ როიალს, ყელგრძელ ვიოლინოს და
წყალქვეშეთის არფას და  გულკენტ საქსოფონს - 
დირიჟორის აქნეულს - შენს  უცქერენ  ხელს,
დაძაბულა პარტერი,  კუბო-პიანინოსთან
მოწყენილი - დროს ითვლის, როდის გავა ფონს…
 ვხედავ სიზმარს მეგობრის - ადრე განამხელს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი