ოკეანური


ნინო დარბაისელი

ოკეანური
 - - - - - - 

ფირუზის ოკეანეა,
ჰაერი ოქროსფერია,
ცა იღიმება კარღია,
ქარს წყალი დაუტალღია,
ტალღის წვერზე ზის თოლია,
თოლია ტალღის ტოლია
და მიირწევა თოლია
 ტალღამ რომ აიყოლია,
ტალღამ რომ აიყოლია,
თოვლისფერია თოლია.
მაღლა - ზეცაა კრიალა,
დაბლა - მე, ქვიშა ჩხრიალა,
კიდევ, შხეფების ბროლია.
ახლოა - ოკეანე და
შორს - ჰორიზონტის ზოლია.
რა იოლია სიცოცხლე, 
სიკვდილიც რა იოლია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი