პარადოქსები - (პეტრარკული სონეტი)
#ლექსები ნინო დარბაისელი პარადოქსები (პეტრარკული სონეტი - ABBAABBA CDECDE ) რა ვიცოდი, შვილები თურმე მშობლებს აჩენენ. დედა არის სიკვდილის, როგორც შვილის გამჩენი, სულ ტყუილი ყოფილა თურმე სხვა - დანარჩენი. თავი კერძი - სხვისია, ჩვენ ვჭამთ სიბრძნის ნარჩენებს. ან ვის რაში არგია, ან სხვისებს და ან ჩვენებს. ყველას უჭირს თავისი, ოჯახი ჰყავს სარჩენი, ყველას მოსახდელი აქვს ცხოვრების განაჩენი. ზოგი ისე დაგლოცავს - იმ ლოცვით შეაგაჩვენებს. ვიდრე არ დაგაბრმავეს, სიმართლე ვინ გაჩვენა? თუ წყურვილით იხრჩობი, ცოცხლად რა გადაგარჩენს! მთლიანად გამოცალა? მოიპარა? - დოქშია! ხედავ? - გიშვებ, რადგანაც მინდა შენი დარჩენა. (ალბათ შემომაშველებ პარადოქსებს დანარჩენს). ყველა კარგი ლექსი ხომ არსით - პარადოქსია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი