გედის თეთრი ფაიფური
#ლექსები ნინო დარბაისელი გედის თეთრი ფაიფური (დეკა-მონორაიმი) გედი - თეთრი ფაიფური მიაცურებს ვარდებს. თოვლი მოდის, წყალში ქრება, ტბის სარკეზე არ დებს, ო, არ მინდა ეს ზმანება მალე დასამარდეს, ბარდნის, ქარი ერეკება ზეცის დანაბარდნებს, გული ისე მწუხარეა, ვერ ერევა დარდებს. მივიწყებულ მოჩვენებებს დარდი მომალანდებს. გაურბიან სხვა ლანდები ლანდებს გასარანდებს, იმ ლანდებში ერთი ლამობს, ისევ შემიყვარდეს, მაგრამ სული ძველებურად განა ინავარდებს? გედის თეთრი ფაიფური მიაცურებს ვარდებს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი