ბავშვები (შექსპირული სონეტი)


ნინო დარბაისელი

ბავშვები (შექსპირული სონეტი)

გაგლეჯილი მაქვს გული ცოდვით ივერიისა,
ნუ მეკითხებით, როგორა ვარ,  ანდა რას ვშვრები?! 
 ვინ - რა მოიგო, გულუბრყვილობით - ვინ გაისრისა.
ეწირებიან  უკეთურთა  მიზნებს ბავშვები!

თავის მიზნისთვის  ვინც იყენებს  სხვათა იარებს,
 სხვის ტრაგედიას აცხრება და თავს იპიარებს,
თითს სხვისკენ იშვერს, რეალობას არ აღიარებს,
მაღლა -  ღმერთი და ძირს - ისტორია გაატიალებს!

რამდენი დედა იარება, ჩაცმული შავში,
რამდენი მამა უბედური გმინავს ეული,
იყო და  უკვე აღარ არის ამქვეყნად ბავშვი, 
  ოჯახი  იყო, დღეს  - ჭერია ჩამოქცეული.   

ღმერთო, შვილებზე სიკვდილია დღეს დაგეშილი, 
გემუდარები, ყველა დედას უცოცხლე შვილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი