კარაკასი
ნინო დარბაისელი კარაკასი (სპენსერული სონეტი - ABAB BCBC CDCD EE). - ასე კარგს მართლა მე გიყვარვარ, მე - არამზადა? სხვის გასაგონად შემეკითხე მაშინ ყასიდად. უცებ გავწითლდი, სიტყვა მქონდა მე - არა მზადა. შემომცქეროდა შენიანთა მთელი დასი და ხმაც ვერ დავძარი, უთქმელობით გული გასივდა. რა უნდა მეთქვა? - ნამდვილს მარტო მე რომ გხედავდი?! რომ ჩემს ფიქრებში სულ სხვაგვარი გედო ფასი და ვერ დაგიყვანდი მეც ფასადურ, მარტივ ხედამდი - წარმოსახვათა ჩემთა რაღაც, მეოთხედამდი! ვარ არეული, როგორც შორი კარაკასი და სიცილ-ტირილად გულში ნეტა რა სითხე დამდის, რა კოშკი ვაგე, ან რად ვაგე, რა კარკასიდან? რა ადვილია სიყვარულის წარმოსახვა და თურმე ძნელია, რეალურად გჭირდეს სახადად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი