სათვალავი
ლექსები ნინო დარბაისელი სათვალავი.* -გამირითმე, აბა, ერთი! -შენ ხარ ღმერთის შენაეთი. -გამირითმე, აბა, ორი! -ქორი, ღორი, მორი - სწორი. -გამირითმე, აბა, სამი! - საამოა - სავარსამი?* -გამირითმე აბა, ოთხი! - ხარ შორიდან მონაფორთხი. -გამირითმე აბა, ხუთი! -მძვრება სული - შენახუთი. გამირითმე, აბა, ექვსი! - ლორდ ესექსი, კექსი, ლექსი? -გამირითმე, აბა, შვიდი! - ლხინია თუ პანაშვიდი? -გამირითმე აბა, მე - რვა! - გიყვარს თვითონ ჭრა და კერვა. -გამირითმე, აბა, მე - ცხრა! -გულში ბრაზი სულ დამიცხრა. -გამირითმე აბა, ათი! - ძილის დროა და საათი. ათი, მათი, მარიფათი, არაქათი და ხიფათი, წათი, თათი, ათინათი… დავიღალე ამ ყველათი! - - - * სათვალავი ანუ “სჩიტალკა” - ხალხურ საბავშვო პოეზიას განეკუთვნება. მჯერა, იქნება ქართულ პოეზიაში მისი კარგი ნიმუშები, მაგრამ რაც მე ვიცი, სულ უწმაწურია. მოცალეობის ჟამს მოვინდომე, “წმაწურიანი” ნიმუში შემეთხზა. ** სავარსამი - მამრ. საკ. სახ. ნიშნავს საამოს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი