ნატირალი
#ლექსები ნინო დარბაისელი ნატირალი (სპენსერული სონეტი - ABAB BCBC CDCD EE - ავალიანის დედას). მოკვდი მკვლელო, შე სიკვდილზე დაგეშილო! შვილო, გბანე ჩემი ცრემლის მდინარეში, არრა გჭირდა საწყურვილო-საშიმშილო, რად გამიხდა ეს ცხოვრება მკვახე, მრეში. ვის მივადგე გამწარებულ სიბერეში, ვის კალთაში - მოქვითინემ ჩავრგო თავი? ფეხის გულებს მივარვარებს ქვიშა- ხრეში. სხვებისაა სამართალი - სამართავი! ვეხეტები, არად მინდა მოსართავი, ძაძა მმოსავს, შავი გახდა ფერი ჩემი, შინ იჯექო, ნახე საკერ-დასართავი - ვინ არ მითხრა, მაგრამ გულით ვეურჩები. მე საწოლი ვით ვიგუო, ვგდივარ ხაროს. შენმა მკვლელმა ვეღარასდროს გაიხაროს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი