ლელოსი საომარისა
#ლექსები ნინო დარბაისელი ლელოსი საომარისა აღარაფერი გაგაჩნია, თავსაც ვერ იცავ, რას წაგართმევენ, რას გაგხდიან, რას მოგპარავენ! ვერც კი გაიგეს, ბნელში, მარტო როგორ ტიროდი, დროზე საშველად არ მოვიდა შენთან არავინ, გარიდეს თვალი, არვინ დასცა ახლოს კარავი, შენი დაცინვა გაისმოდა, გულის მღარავი… ავად გსახავენ, ერო, თუმცა როდი ხარ ავი, მაგრამ რა ვუყოთ, ახლოს არ გყავს შენ დამფარავი… რა ვქნა, ბოლო დროს ერთი მწარე ფიქრი დამჩემდა, ამ ერთსაც ვიტყვი, დაე, დარჩეს მუნათად ჩემდა! შენ მეასედი დახმარებაც გადაგარჩენდა, ალბათ ევროპას ბრძოლის ველად ეპატარავე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი