ორი დათო


ნინო დარბაისელი

ორი დათო
 

ეს სურათი ”კედელზე”
მეგობარმა დადო,
“რაღაც გადარჩენილაო სადღაც, ჩვენ ბედადო”,
მერამდენე მეკითხება,
დათო, 
დათო, 
დათო,
“ რა კარგები იყავითო, რა მოგივიდათო?“
რა გაგვიხდა ცხოვრება!
რა და -  გამათხოვრება,
ტკივილზე ღადაობა -
- აი, მისი რაობა!
ეს რამდენი ტალანტი ჩაკლა  და დააობა!
უნაყოფო გამოდგა დავაა თუ დაობა.
სამშობლოში მზიურში სურათია მარადი:
ყველგან, კარით-კარამდი
მიჰყავთ ბრიყვებს “პარადი”,
“კარტ ბლანში” აქვთ  მუდმივი
მათ მეგობრებს პირადებს
და პოეტი პირისპირ  რით შეებას პირატებს?
ვინ დაინდობს პოეტებს, 
უცხოდ გარე-გარეთებს,
(ან სხვას ვის  დაარეტებს
ეს - საქვეყნოდ მოჭრილი
თავებით ბურთაობა!)
ვინღა დავრჩით!
ვიფიქრებ, მომაწვება ნაღველი...
თაო ჩემო, როდემდი?
რაა ეს უთაობა?
ცოცხლად ჩაიმარხები,
თუკი ვერსად წახველი,
ვართ წარღვნების მნახველი,
შეგვრჩა ერთი სახელი:
დაღუპული თაობა, 
დაკარგული თაობა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი