სიზმრების წიგნიდან - მახინჯები
#ლექსები ნინო დარბაისელი სიზმრის წიგნიდან - მახინჯები (“ვინც ჩვენ არა გვგავს- მახინჯია”- ნინოლო მაკიაველი) (სპენსერული სონეტი - ABAB BCBC CDCD EE). ზოგი სიზმარია - სულ გადაგრევს! წუხელ დამესიზმრნენ მახინჯები. რაღაცას განვიცდიდი, შიშთან ნარევს, ახლა რად ვიხსენებ, რად ვირჯები? მეტყვით, ხალხიაო ნატანჯები, შენ - არ შეგფერისო ეგეთები, იცოდე, სულ ტყუილად იხარჯები, საწყალს მტერივით თუ ეკვეთები. რა არ მოგეწონა? რა - ნაკვთები? იქნება ბუნებით - კეთილია. ან გაღვიძებულზე რაღად კრთები? ეს ცხადი ხომ გამოკვეთილია. “სიზმრად თუ მახინჯი სახე ნახო, ცხადში - არ აგცდება სავაგლახო!”
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი