ქართული გულისა


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ქართული გულისა

თუ დავუჯერებთ ამ ბრიყვებს,
სულ არაფერი გვქონია,
თურმე დიდგორიც, 
თამარიც
ერეკლეც მონაგონია,
ილიაც სულ ტყუილია,
ან პასუხია რა მაგის,
მოსწონთ ტალახში ამოსვრა
ქართველ დედათა ამაგის!

ყველას ეთმობა ეთერი, 
სიბრიყვეს ვინც არაკუნებს, 
სამაგიეროდ  - დაადეს ფასი 
ტკვარცალა ტაკუნებს.
არც რამ სათქმელი გვქონია,
არც ეროვნული ღირსება,
 ფულის გულისთვის გვლანძღავენ და გული ბრაზით ივსება.
 სულ თქვენი ტვინის ნაჟურით ვფასდებით, ამბობთ!
 აბა,  კი!
ვერ ეღირსებით, სამშობლო მტერს წინ დაუდგათ ტაბაკით!

რითი ოცდება 
მარადჟამს
მტრად მოსული თუ სტუმარი?
ენით, 
წარსულით,
კულტურით,
თვითგადარჩენის უნარით,
რწმენით  
და ტრადიციებით,
მარადჟამს  გაუხუნარით, 
ძნელბედობებში ნაწრთობით,
 დახვეწილ -გამოჩარხულით
ლექსით,
სიმღერით, 
ფერხულით,
სიბრძნით, 
სიქველით  ხალხურით!
ამასაც თვალს უხუჭავენ, ბარემ თქვი, გულო ალალო,
საქართველოა ყოველმხრივ ნიჭიერების სალარო.

ვინ მოერევა გულს ქართულს,
ცაშიც გაჭიმოს მალაყი!
წყალმა წაიღოს  ყოველი მავნე და ტვინგასალაყი,
ყოველი ბოღმის მნთხეველი,
ყოველი გულდასანაყი!
ვიყოთ 
ყველაფრით  ქართულით 
ბედნიერი და ამაყი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი