გადა


#ლექსები

ნინო დარბაისელი

გადა

(ციკლიდან - ეტიუდები მონორაიმი)

უცხოეთში მოვიწყინე, მენატრება მე - შინია, 
 მაგრამ რა ვქნა, სამშობლოო, შენი ნახვა მეშინია. 
ვინაც მიწის ფერი იკრა  -  ყველა გა-და-მრეშილია.
ყველა ღვინით გალეშილი - მაგრად გა-და-ლეშილია,
ყველა ქეში, ქეშზე-ქეში  უკვე  გა-და- ქეშილია, 
ყველა ფულზე დაგეშილიც - ფულზე გა-და-გეშილია!
გზა?! - შორია ასფალტამდე, მხოლოდ გადახრეშილია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი