გაგიმარჯოს!
#ლექსები ნინო დარბაისელი გაგიმარჯოს! (შექსპირული სონეტი abab cdcd efef gg) დღეს შენი დაბადების თარიღია. მოგივლენ შვილებით, ცოლებით. გექნება სტუმრებისთვის კარი ღია, მოილხენთ, ალბათ, ტოლ-სწორები. არ ვიცი, ასე რატომ მემართება - ტანს ახსოვს დღევანდელი დღეობა. სმაში - ძველებური შემართება, არა წვეულება - ღრეობა! წინ სასმელს დავიდგამ ამ გობლეტით, შევსვამ სადღეგრძელოს მარტოკა. კვლავ წარმოგისახავ თრობა-რე ტით ისეთს, ეს გული რომ ატოკა. ცერზე დაცლასა ვართ, სხვა იტანჯოს! სადაც როგორა ხარ, გაგიმარჯოს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი