თქვენის წყალობით. პუტჩისტებისთვის
#ლექსები ნინო დარბაისელი თქვენის წყალობით. პუტჩისტებისთვის (შექსპირული სონეტი abab cdcd efef gg)) თქვენის წყალობით, ჩვენ - გამოვტოვეთ ახალგაზრდობა, ყმაწვილ- ჭაბუკნი - ჩვენ პირდაპირ ბებრები გავხდით. ვეღარ გავწიეთ ღირსეული ძმობა და დობა, ეს გამოჩნდება, ისტორიას თუ ფარდას ავხდით. ჩვენი თაობით გადავსებულა სასაფლაონი, მიწაში წვანან უკეთესნი და მიწის ზემოთ, თქვენის წყალობით, ვეხეტებით ჩვენ უთაონი, ჩვენ - არ გვეღირსა ბედნიერი ცხოვრების გემო, გვერგო გაძლება, თქვენ - სასახლე, პანთეონები, უდროოდ წასულთ? ცხრა მთას იქით ედოთ სამარე?! ამბობთ: - დღეს სხვა გვყავს, თქვენ - ძველ ბატონს რად ემონებით? - ჩვენ?! მიწისქვეშ გვყავს სადავითე და სათამარე. როგორ შეგერგოთ ყველაფერი, ერს რომ პარავდით? თქვენს პირად ნამატს დღეს ისევე - მიჰყავს პარადი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი