ლოცვა მარიასადმი
ნინო დარბაისელი ლოცვა მარიასადმი (ტრიოლეტი) - - - - მიშველე, გიხმობ, მოდი, მარია, გადმომაფარე ეგ შენი კალთა! დიდი სიმშვიდე დღეს რამ არია? მიშველე, გიხმობ, მოდი, მარია! მარტო ტირილი რა საკმარია, ვის ესმის კვნესა განწირულ ქალთა! მიშველე, გიხმობ, მოდი, მარია, გადმომაფარე ეგ შენი კალთა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი