თვითმკვლელებისთვის
#ლექსები ნინო დარბაისელი თვითმკვლელებისთვის (შექსპირული სონეტი) მან გადაწყვიტა წერტილის დასმა. იყო თვითმკვლელი. როგორც ათასმა, ათიათასმა ცხოვრება მთელი იხილა, როგორც ბოროტება, აუტანელი. თქვა:- ყველაფერი ბოლოვდება - კვდომაა - ნელი. სისწრაფე გიჯობს, როდესაც შველას არსაით ელი, ემშვიდობები ყველაფერს ყველას, კანკალებს ხელი. ქრები - ჩამდენი საქმისა დიდის?! - ცხოვრება მიდის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი