პოეტის წარმოთქმულს


#ლექსები

ნინო დარბაისელი

პოეტის ნაწერებს
(სპენსერული სონეტი abab bcbc cdcd ee)


პოეტის  წარმოთქმულს, მაინც, ნუ ენდობი!
რაღა დროს ტრფობაა ანდა განშორება!
სისხლით ავსებულა მთლად ზეცის ფერდობი, 
ამქვეყნის ბატონი ომს მიეშურება,


დაამხობს სამყაროს, მიეცა თუ  ნება.
სოფელი არავის არ ახსოვს   ამგვარი. 
ვითომ საწყალია, წრფელად იყურება. 
არადა მხეცია, ართუ მინამგვანი.

ამაო გამხდარა ბრძენთა  წვა-დაგვანი,
სამყაროს  ბნელიდან განაგებს ბოროტი. 
უკვე ამაოა გზის გადარაგვანი.
მიიყვანს სიცოცხლის  აღსასრულს ბოლომდი.

პოეტს?! -  კვლავ სტანჯავენ სატრფოს - წამწამები.
ვერც ამჩნევს, სამყარო თუა ნაწამები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი