რაული


ხედავთ?!- ეს ცხოვრება რა უცნაურია,
თავში რა უჭირდა, ბოლოს აურია,
ირგვლივ შიშია და ირგვლივ ხმაურია,
აურზაურია,
აურზაურია,
ომში სუყველაფრის ფასი - შაურია,
გარდა გადარჩენის,
ცოცხლებში დარჩენის,

ღმერთო, არიდება მწარე განაჩენის
გვინდა  შემოგვედროთ სხვისის,  განა ჩვენის
თვალმა ამ სიტყვებში ცრემლი გაურია.
იხსენ იქაური თუ აქაურია,
ღმერთო, შენ იხსენი მთელი უკრაინა, 
ან შენ, დედამიწავ
 როდემდე დამიცავ
ჩემთვის უკრაინა - 
ჩემი მეგობარი
უკრაინელებში  - ყველაზე ქართველი
ბატონი რაულია!
ჩვენს მტერს მოეკითხოს,
რაც ცეცხლი უნახავს
ანდა რა  სიცივე,
ძაღლით რა უვლია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი