ემიგრანტული სალაღობო


#ლექსები
Ana Bakuradze

ძველია. ფეისმა შემახსენა და ჩემი ცუცუნა ახალი ძალით მომანატრა

ნინო დარბაისელი

ემიგრანტული სალაღობო

(ნ. მუშკუდიანს)

ამერიკაში კლასიკებს იმდენს და ისეთს ვისმენ,
ქართული სჯობსო, როგორ ვთქვა, რით დააჯერებ ვისმე!
დავდივარ მუზეუმებში და ისეთ მხატვრებს  ვუმზერ,
ვადრი რა ქართულ მხატვრობას, ვატყობ, უმია უმზე.
ბუნება არის ისეთი  და ცაა ისე ლურჯი, 
ღრმა, სხივ-ღრუბლებით ნახატი, რომ ამღერდება მუნჯი.
სულ სხვაა ჩვენი კერძიო....არც მსურდა,  მესაუბრა,
ამბობს ის, ვისაც უნახავს მხოლოდ ქართული სუფრა.
ვერა და ვერ გაიხსნება ვიწრო სამყარო მათი,
არ შეუგრძნია ვის უცხო ხილისა არომატი.
განა რამის ვარ ნატრული, ის თბილი გემო მწადის -  
ჩემი მძახალი ცუცუნას ტყემლის და ცოტა მჭადის
და ლეჩხუმურად ნათქვამი: - ,,კაი, გეყოფა ახლა!''
და ჩემი ნატვრა -  ,,ნეტაი, შენ ახლო დამასახლა!''
არცა მწყურია, არც მშია, თავზე მაყრია ხვავი,
მაგრამ მოკლეა საწუთრო, ვერც მე ვიქნები ყვავი.
სადმე,  კუთხეში მივჯდები და კი არ ვტირი, ვხავი,
ვა, თუ დამმარხონ შორეთში სამშობლოს უნახავი!

2016

P.S. ჩემი ცუცუნას სურათი ვიპოვე ფეისბუქზე, ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად. მარჯვენა კუთხეში ზის, ბოლო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი