ჟირაფი (სპენსერული სონეტი)


#ლექსები
ნინო დარბაისელი

ჟირაფი

(სპენსერული სონეტი abab bcbc cdcd ee)

ზოოპარკი ნეშვილის 
არ გეგონოთ იაფი, 
წაყვანა მსურს მე შვილის - 
მოგვენატრა ჟირაფი!

წინ - ბალახი საკაფი, 
უკან - ბორცვი  - სამალი, 
ბალახებში -  კანაფი? - 
შხამია თუ წამალი!

ხილვა მომდის რა მალი!
ჭრელი არა - თეთრია, 
წარსულის ნატამალი -
ხილვა - -ასე მკვეთრია?

 რაო, რა ჟირაფები?! - 
წერით ხელვიწაფები!

- - - 

*თეთრი ჟირაფის ფოტოს ნახვა შეგიძლიათ ლინკზე
https://www.facebook.com/share/16qMkRfY5j/?mibextid=wwXIfr

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი