კორონა - ნიღაბი


#ლექსები

ძველია და ახლიდან ვდებ, რადგან არ ზიარდება. ის განწყობები გამახსენა, დედაია, რა გამწარებული ვყოფილვარ!

ნინო დარბაისელი

კორონა - ნიღაბი

გვაკლია პური, 
წამალი,
ფული,
სამსახურებიც - ძალზე გვაკლია,
რაც არ გვაკლია, არის ნიღაბი,
ნაძირალა თუ ერის ნაღები,
ნიღბიანია!
ნიღაბი - ღობე?

ნიღბიდან არ ჩანს  პირის დაღება, 
არცა ქვითინი  - პირის მოღებით…
.
ვინც მწვანე -  წითლად გადაგვიღება, 
ვინაც საზღვრები გადაგვიღობა, 
მუქთად გასცაო ეს “ყურადღება”?!
სადაც კი მივა, კარი ეღება,  
არსად  სჭირდება მას გასაღები,
შესციცინებენ ყველგან - საღები,
ვაქცინა? - უხვად გასასაღები.
უყვარს მოგების ფულად აღება!

 კახური ჭაჭით ჩვენ ვართ ლაღები:

-მაშ, გაუმარჯოს
ნიღაბს ბუნებრივს,
ნიღაბს გამოცდილს, 
ნიღაბი  - არის ერის დუღაბი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი