აფრის ტკაცუნი - დავით გურგენიძეს


ნინო დარბაისელი

აფრის ტკაცუნი

  (მსოფლიო ჩემპიონ დავით გურგენიძეს - პაოლოს ბიოგრაფიის  საჭადრაკო ნაწილის  აღმოჩენა-გაშუქებისთვის)

კვლავ  მეტირება
ან ოკეანის გადაღმიდან ვიღას შევბღავლო,
ან ეს ტირილი რით გავათავო,
პაოლო, სანთელო, 
ადრე  ჩამქრალო, ხატწინ  ბოლომდე დაუღვენთავო!

კარგი გინდოდა და გაბრალეს მუდმივად ავი,
ის მოგიგონეს,
რის გულისთვისაც გაწირე თავი!
რეპრესიებსა,
იმათ სიებსა და მათ მგმობელებს,  
ფლიდის ფლიდზე დამამყნობელებს,
რაც საერთო აქვთ, 
არის სიკვდილის  დაკნინება, 
დაკნინებაში გუგულური   შეხმატკბილება?
რას იზამ, გასდით, ასეთი აქვთ რადგანაც ნება
და თუ მორჩილად გავუჩუმდით,
შენი ამბავი
აღარასოდეს  აღარავის ეცოდინება!

რეპრესიების დროს ჩადენილი 
  თვითმკვლელობა - 
“ოტტეპელისას” ამსუბუქებს 
 და აარაფრებს?
რა რჩება მაშინ?
აფრის ტკაცუნი ვაჟკაცური
უნდა ჩაეხშოს  ხომალდური
საყვირის ხმაში? 

სინამდვილეში ყველამ იცის, ვინ რა კაცია,
“მან თვითმკვლელობით მოგვიწყოო პროვოკაცია” - ბრძანებს ბერია,
ხმა წარსულიდან მონაბერია.
დღეს კი რა ხდება, 
გამოინგრა ციხის რიკული?
მიდგომა მოსდგამთ ისევ ნეო- ბოლშევიკური.
ყველა  წმინდაა,   ვინც კი მათია, 
პროგრესულია,  ვინც ოდესმე მათთან ათია,
ყველა ბრძენია, დიადი ცოდნის ათინათია…
შენ  კი ჰადესი მარტოკამ ჩავლე!
სისხლში გახამდა, 
რაიც მარტომ ამოიხავლე,
შენი გულისთვის ყველა სავლე გახადეს პავლე,
“თეთრ ლაქად” დათქვეს გზა, 
რომელიც ზრუნვაში გავლე,
ყველა შენ მოგდგა,
ვინც ვერ ნახა საგადასავლე,
შენ  დაგეხარბა, ვერ იპოვა ვინც სანადავლე!
ბევრსაც  ეცადნენ,  
მიენავლე, 
შენ, ვინც პროტესტი
თვითმკვლელობით  - შენს სისხლში ავლე,
რად მოიწყინეს მიმდევრებმა ხანგრძლივი მოდის?!
არქივებშია ყველაფერი,
შენი დრო მოდის, 
პაოლო, პავლე იაშვილო, 
პაოლო-პავლე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი