მარტული ასინდეტონი
#ლექსები ნინო დარბაისელი მარტული ასინდეტონი მარტი დადგა - თოვლი - გადგა. მზე - გადმოდგა. გახალისდა ყველა ჯიში, რჯული, მოდგმა. - უაზროა დღეს ტირილი, დარდი, მოთქმა- თქვა ჩიტმა და რა ჩასტვინა, რა გამოთქვა? გული ცემს და გული ჩქამობს, მიდგა-მოდგა. მარტი დადგა - ბედნიერი დღე გამოდგა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი