კარნავალური. გულიაში - ვენეციაში


ნინო დარბაისელი

კარნავალური. გულიაში - ვენეციაში

რაც რიოშია, იფანტება რიარიაში,
რამდენი საქმე,  საკეთები,  მერე,  სიაში…

- ნიღაბი გინდა,
რამე წმინდა?
საკუთარ თავად ყოფნა უკვე  ასე მოგწყინდა?
რა პრობლემაა,
აქაც არის -  პიცარიაში!

  - ო, რესტორანი -  აქ -  რუსული?
ყოფა წარსული,
მხიარულებაც წრეგადასული,
კედლებზე  - უცხო ფიგურები ეროტიული, ფრესკო?
გუაში?
თან -  გულიაში?!
ჩვენ - სხვათა ბაკხანალიაში -  იმ ორგიაში…
და წყვილი ჩრდილი გუბეებში, მე - იღლიაში.

- რა, დამაკენტე?! არც ისე ბნელა.
ფესტინა ლენტე,
ფესტინა ლენტე !
(ვიჩქაროთ  ნელა!)

-იცი? - ცეკვისას ასე მითხრა  იმ კარღიაში,
ძვლები გტკივაო, იქნებაო ალბათ ხრიაში.
ეს სიცხეც აღარ  მივარდება.
მომიწევს გდება!
და შენ მოგიწევს აქ გაძლება -  ფრუსტრაციაში,
ხედავ?!-
- ჯანმრთელი ადამიანი,  ვინც მამაცია,
სნეული - ასე ზარმაცია!
ვენეციაში შემაცია,
ვენეციაში!

ეს სახადია - ვენეციური ციებ-ცხელება,
მაინც რა იყო,  კარნავალური  ის ექსტაზი და გახელება! -
სამოთხეული ლეღვს ნაყოფი იმ ერთხელ ება!
(მომკლავს წვიმაში დასველება, მერე -  ხველება)
ან  ის უცნობი, ნიღბიანი,  ძლიერხელება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი