საბას აქლემი


#ლექსები

ნინო დარბაისელი

საბას აქლემი

მას შემდეგ, რაიც ვირი იგი კლდეს გადაჩეხა, 
ვერ მოიშალა “სამაია და კლდეზე ცეკო”, 
თუ გაჯიუტდა, არ მოიშლის აქლემი გრეხას,
ვირზე ვირია, არ დადგება, თავშიც რომ რეკო.

წონასწორობა დაეკარგა, თავქვე წავიდა,
ვეღარ გასწორდა საძოვარზე გასუქებული,
ხრამში ჩავარდა ბარგიანი, დაუცავი და
სუმთლად წააგო თავი თვისი, ასე ქებული.

მორალი: 
საბას არ უთქვამს, დაგვიტოვა  ესე იგავი,
თქვენც იფიქრეთო,  რანაირი ანგარიშია, 
წინ არ იყურო, მიმოედო ყველაფერს გავით. 
მარტოც რომ იყო, კლდეზე ცეკვა სულ საშიშია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი