საფლავთა გადია (შექსპირული სონეტი)


#ლექსები

ნინო დარბაისელი

საფლავთა გადია

(შექსპირული სონეტი - abab cdcd  efef gg)


წყნარი საათის დროს  თუ მოვა გადია,  
თავს იმძინარებენ  ფხიზელი ბავშვები. 
მანამდე ცელქობენ, არც სძინავთ, ცხადია,
მხეცობენ, გიჟობენ იქ ვნებააშვებით.

აქ - სასაფლაოზე ჩვენს დროს -  სიჩუმეა. 
ჩვენს მოსატყუებლად  წყნარობენ სულები, 
ქვები  - დამტვერილა, ჰაერიც  - მრუმეა.
ჩვენს წასვლას ელიან  აქ გასუსულები.

არ გესმით, სულთა და სხეულთა ხმაური?
სიზმარშიც არ გესმით, აქ რა გნიასია?
რაო? - გარინდება?! - სულ აურზაური!
ეს - ყველა - ერთად რომ ცოცხლებს მიასია!

და ვინმეს  სიკვდილის ამბავი ცინცხალი, 
გაკვირვებს -  “ ეს დღემდე  ყოფილა  ცოცხალი!”

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი