ფეისბუქური ეტიუდი (შექსპირული სონეტი)


ნინო დარბაისელი

ფეისბუქური  ეტიუდი

(შექსპირული სონეტი - abab cdcd efef gg)

ნუ გგონია, აქ ვინმეს შენი დარდი    შეიკლავს, 
ან შენს საშველს  დაეძებს, შენთვის იფსობს თვალს, 
ან ამავალს კიბეზე -  მოგაშველებს  ვინმე მკლავს, 
ანდა სწორად გადმოგცემს სხვის შემონათვალს.

არ შეიქნე სჯობია, ვინმეს დასაცავი და,
გაუყევი მარტოკა შენს მონიშნულ გზას,
ნურვის გაეტირები, ვინც უშენოდ წავიდა, 
ნურაფერს ელოდები  - საშენოს და მზას.

ყველას გასჭირვებია აქ თავისი თავი და
სხვისას - მხოლოდ მას ამჩნევს, რაც თვითონვე სჭირს. 
 ფიქრობს, სად იქნებოდა, რომ დაეწყო თავიდან, 
მსგავსს დაეძებს, გაიგოს, სხვისი რატომ  ჭრის?

ვინ შეგნიშნავს, ჭკუითაც  იყო   ბრძენთა დარი,
თუ არა ხარ მდიდარი, ლამაზი ან მკვდარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი