გულიანი
ნინო დარბაისელი გულიანი - - - მალი-მალე გუგუ-გუგუს რას დამძახი გუგულო! ისევ ცივა. მინდა, სახლში ცეცხლი ავაგუგუნო, ბუხრის პირას ძველი ჰანგი მინდა დავაგუგუნო! მხლოვანი და გულიანი, სიტყვაც იყოს გულიანი, დარდით დადაგულიანი, ტრფობით გათანგულიანი, სირმით დაქარგულიანი, თრობით დაბანგულიანი, გაღმა დაკარგულიანი, “ყველაფერი - გულიანი, ცეცხლი - უნდა უგულო” უთქვამთ ძველებს... ვა, მამულო, უნდოდ გადაბუგულო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი