მარტის ფსალმუნი - შექსპირული სონეტი
#ლექსები ნინო დარბაისელი მარტის ფსალმუნი - შექსპირული სონეტი (“ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვო”. (ფს. 6:6) აპრილამდე გზაა დიდი, ჯერ ავდართა რიგი მოდის. მთელ ქვეყანას მოვივლიდი, გახსოვს ის დრო? (იყო როდის?) თოვს. თოვაა ყვავილების - მარტის ქართა მინაქარი! ამ ქარს ყინვა ჰყვა, ვილევი - - სულ დალეწეს მინანქარი! ამოძრავდნენ სხეულები და გრძნობებიც, (აბა, მალე!). საბანშემოხვეულები?! - შეერთვიან ყოფას მალე. გაგონდება ის ფსალმუნი? - “სარეცელის ცრემლით ლტობა”. ესეც - მარტი, ესეც - ჩემი მარტოობა და მარტობა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი