სიზმრისეული სამდურავი ღმერთს


#ლექსები

ნინო დარბაისელი

 სიზმრეული სამდურავი ღმერთს

(“ჩემი კლდე და ბურჯი ხარ; შენი სახელის გულისათვის გზა მიჩვენე და გამიძეხი”.(ფსალმ.30:4)

(შექსპირული სონეტი)

სამოთხისკენ - გზები - ჯოჯოხეთურია,
ჯოჯოხეთში?!  - მიდის   ტრასა მთლად ტკიცინა,
- ასე ამბობს,  ვისაც მერე  მხნედ უვლია,
ამ სოფლად კი  გულით ვერც  რომ გაიცინა.

მე?! - არ ვიცი, მართლა,  სად სჯობს  სიარული, 
გზათა სიადვილე თუ სიძნელე სვლისა,
ვინ მიფრინავს და ვინ   - კვნესის დაისრული,
ტალახს გატოპავს და ტანსაც  გაისვრისა.

პასუხს ვეძებ,  ღმერთო,  რად მოაწყვე ასე
ეს სამყარო მთელი, დავაშავეთ რამე?
პასუხს რად გვთხოვ ძველზე, სხვაზე,    აწ - ევაზე,
ან კაენის რად ვზღოთ  შენთან სითამამე?

რა მძიმეა სული, ხორცით როცა ვკვდებით!
სჯობს,  არ გვქონდეს  კლდეო, რად გელოდოთ კდემით!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი