სერბული. პაციფისტური
#ლექსები ნინო დარბაისელი სერბული. პაციფისტური დამთავრდა ომი, ისმის დაფი და ნაღარები. დაბრუნდებიან დაშინებული ბეღურები, ფლეიტის ხმაზე ამღერდებიან ოქროსფერი მოლაღურები. პოლიტიკოსი - პოლიტიკოსს ეღურღურება და დაეძებენ გამორჩენას ფულის ღორები. დამთავრდა ომი, მორჩა მთელი დემაგოგია და შვილის საფლავს ეძებს ღარიბი - “ბიჭო, გოგია, სადა ხარო, ბიჭო გოგია?” შუბლზე - ღარები, სადღაც, ჯიბეში - სიგარეტის ალბათ ღერები. რა დარჩენია?! სულ აღარა და აღარები! ეს ნანგრევებიც აიღება, ძველის ადგილზე მაღალთაღება აიგება რამე ახალი, მაგრამ სიცოცხლე? რა ღირდა ანდა რა ეღირება? - ეს საკითხავი გულს მახვილად დაეღერება, ითანაღრება გული მწარედ, ცრემლში ჩამბალა ხმა ლაღური, მოლაღეობა, ო, ბეღურებო, მოლაღურებო, რა მემღერება! გამოღმა ღრეობს, თუ გადარჩა ვინმე ცოცხალი და მიღმეთშია - ალბათ ახლა მკვდართა დღეობა, თუმცა ვინ იცის, ჯოჯოხეთი აქ რომ ტრიალებს, მარტო დარჩენილს უჭირს სამოთხეს - სამოთხეობა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი