ძველი დღიური (შექსპირული სონეტი)
#ლექსები ნინო დარბაისელი ძველი დღიური (შექსპირული სონეტი) როდესაც ხდებოდა ცხოვრება ტყიური, და როცა არ სჩანდა რამ გამოსავალი, ბალიშქვეშ მელოდი შენ - ჩემი დღიური და ადვილდებოდა შენ გამო სავალი. მუნჯ მსმენელს - განდობით - ყველაფერს განდობდი, მაგრამ მე მიყვარდა სულ მინიშნებანი, ჩვენ ორმა ვიცოდით, ვის - ვძმობდი, ვის - ვდობდი, ვინ მსურდა, მქაჩავდა ვისკენ - რა ვნებანი. სხვამდე? - ვერ აღწევდს ჩემი აღსარება, გქონდა შინაარსი შენ აბდაუბდური, ისეთი, უცხოს რომ ისიც ეზარება, მიხვდეს, დღეს ემდური, თუ ხარ უბედური. სადა ხარ შენ - ჩემი მსმენელი დამყოლი? დღიურო, ჯერ კიდევ დამრჩა მოსაყოლი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი