სტადიონური - შექსპირული სონეტი


ნინო დარბაისელი

სტადიონური

(შექსპირული სონეტი)

 მინდვრის საფარს ნუ ენდობი, სადღაც არის ეკალი.
ბევრი შემხვდა უხეშობა, არც მე არ დავაკელი.
ჩემსას მაინც არ დავთმობდი, კიდეც რომ  მოვეკალი, 
განსაცდელში  მიფარავდა  უხილავი ფაკელი.

 ვიცი, სადაც ვერ მოვზომავ,  მყესიც იქ გამიწყდება.
ბავშვის ტირილს რომ გავიგებ, კვლავ მაწვება მე ხსენი. 
ცოდვას -  მე  რომც დაივიწყო, სჩვევია დავიწყება?!
როდინდელი დამდევს ნეტა, რით ვერ გამოვეხსენი.

ბევრის გადატანისაგან -  გული  ქვა-ყინულია, 
ბევრი გატირებისაგან თვალიც - აღარ სველია.
საბოლოო ანგარიში უკვე ათით - ნულია.
მორჩა მატჩი,  ჩაქრა ტაბლო, გასახდელში მელიან.

 კარს? -  აიღებ,  თუ გიმართლებს,  კარგი ჩამოწოდებით,
წარმატება - ღვთისგანაა, მე - ვარ - ჩემი ცოდვები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი