ფლამინგოები
ნინო დარბაისელი ფლამინგოები მარჯნისფერ ტანზე მზე ეფინებათ, ირგვლივ ბალახი ხარობს ბიბინა. არ ახსოვთ ფრენა, რომც დართო ნება, მათ ზოოპარკში დაუდეს ბინა. კისრები - როგორც ნედლი წკეპლები, კანჭები - გრძელი, ნისკარტი - შავი, დაფრიალებენ როგორც პეპლები და არაფერი - მოუხეშავი. მშვიდად ცურვისას გარედან ისე მოსჩანან, გული წყნარდება მფრთხალი, წყალქვეშ კი ამ დროს გააქვთ გნიასი, ფალანგის კვრა და ცურვა-ფართხალი. საქართველოში - გაორებული საცოდავია ქალი-მგოსანი. წელზემოთ მშვიდი, წელქვეშ - ვნებული, არის ამქვეყნად ფლამინგოსავით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი