მეგობარს (შექსპირული სონეტი)


#ლექსები

ნინო დარბაისელი

მეგობარს

(შექსპირული სონეტი -ვინც მიცნობს, იმწამსვე მიხვდება, ვისზეა, ვინც არა -  ცნობისმოყვარეობის საღერღელი უნდა აეშალოს და ცოდოა.)


 როცა შენს  სურათს  სხვის კედელზე გადავაწყდები,
მე - ცრემლი მდის და შენ  - იღიმი,  აწ გარდაცვლილი. 
შენი წიგნების  მაგონდება დამცვდარი ყდები,
სულ კამათები, გაბუტვის დღე,  მის   გარდა  - წვლილი.

გული მომთხარე. დამრჩა ორმო -  შენი ნათხარი. 
უმეგობრობა  - ეს ყოფილა - კენტად რებაო…
სხვის გაკილვაში სხვათა ამყოლს, გახსოვს? -  მითხარი:
,,მე -  შენგან მიკვირს, გოგო, შენ არ გეკადრებაო!”

სხვაფრივ უთქმელმა -  დამაღონე  რარიგად,  მწარედ.
იმ ნათქვამს სჯობდა,  ენა პირში სულ არ მდებოდა,
მე - შერცხვენილმა სიმწრისაგან   ვერა ვაწამე. 
თავსამართლებლად  არ ვიცოდი, რა მომებოდა!

ესეც -   აღმართი, შენი  ეზო - ძველთბილისური…
გაზაფხულია. ნედლი ოფლის  დგას თბილი სუნი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი