ეროვნული შეცდომების გასწორება


# ლექსები

ნინო დარბაისელი

ეროვნული შეცდომების გასწორება

ერო  - დათალხული მერამდენედ გნახო!
ღრმად გაჭრილხარ ცრემლის სადინარო,  არხო, 

გულო მდუღარეო, რად არ ხმიანებო?
სჯობს,  ამოთქვა სიტყვა, ვიდრე ჩაიმარხო,
სიკვდილისა ჟამი დადგა სავაგლახო.
ვინ გსურს გამოჰგლიჯო  ანდა მიანებო?

ჰოდა, 
შეცდომაა: საქართველოს ხალხო!
და სწორია:  ჩვენო  ადამიანებო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი