რეკლამური სონეტი


#ლექსები

რეკლამის ერთი წყების მესიჯი ხომ იცით, - აქამდე ბევრი გიცდია, მაგრამ არ გამოდგა, ჩვენი პროდუქციით გთავაზობთ პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტას!” ვცადე მაგ სტილის და სონეტის ფორმის შერწყმა

ნინო დარბაისელი

რეკლამური სონეტი

აქამდე გყოლია შენც ალბათ მრავალი,
ეძებდი, დღემდე ხარ კენტად მოარული.
არც მინდა, ვიცოდე თავგადასავალი, არული იმ წარსულს არული, არული!

მრავალჯერ გიცდია გქონოდა სიმშვიდე,
რა არ ჩაიდინე, რას არ გაუძელი!
სიბნელეს - იტანდე, თავზე - კლდეს იფშვნიდე,
ვერაფერს გააწყობ, ძველია თუ ძელი!

არ შველის წამავალს არც გული კეთილი,
არც თვლა ნაბიჯების, სიტყვებიც ფუჭია.
ღირსება მრავალი? ზნე - გამოკვეთილი?
დიდი პატიებაც? - მხოლოდ მუხრუჭია.

მანძილი მცირეა ბრძენიდან - ბრიყვამდე.
უბრალოდ გყავდე და უბრალოდ, გიყვარდე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი