ტრიაჟი ანუ მე გამოვედი ვეტერანთა ჰოსპიტალიდან

# ლექსები

ნინო დარბაისელი

ტრიაჟი ანუ მე გამოვედი ვეტერანთა ჰოსპიტალიდან

 მეტი - სამხედრო  ჰოსპიტალში რა უნდა ექნათ?!
ტრიაჟი იყო.
რაკი სუნთქავდა, 
ამოირჩიეს  და ცოცხლადაც  გადაარჩინეს.

გამარჯვებული -  ომში დაღუპულს ჩამოასვენებს, 
სამხედრო პატივს არ მოაკლებს, 
ჯარისკაცები გაისვრიან ოცდაერთ ტყვიას, საყვირის ხმაზე დროშაც სამკუთხად დაიკეცება,
მოწაფეებსაც მოიყვანენ სკოლებიდან ყვავილებით
და ხეიბარი ჯარისკაცი ?! 
- ომების მერე  - ხარჯია მხოლოდ!

დედა იმისი
ისევ  ლოცულობს 
ქარიანში ძლივს გასაგონად:
- ღმერთო, ცოცხალი დამიბრუნეო!

დედამ  რა იცის, 
რომ   ცოცხალია, 
მაგრამ  ირჩია, 
რომ ასეთი აღარავის არ დაენახვოს!

მე - რა!
მე ერთხელ,
ჯგუფთან   ერთად  ამ სახლში მოსულს,
სიის მიხედვით 
მერგო ვიზიტი. 
ცოტა  გავძელი,
გამოვიხურე  ოთახის კარი.
ჩვენ იმ სართულზე
სანახავი  სხვაც ბევრი გვყავდა.

-  გარეთ გამოსულს რაღაც  ჩიტმა 
ჩემს ახალთახალ, 
შავ პალტოზე   უხვად, რძისფრად გადმომასკლინტა.
ქაღალდი?!
მქონდა, 
მაგრამ გაფრენილს, აბა, როგორ-ღა დავეწეოდი!

უშნო ხუმრობა!

უშნო ხუმრობა  - მალამოა ზოგჯერ უებრო,
როცა მოვდივართ ნაწვიმარში თავდახრილები, 
ზეცას ავხედავთ - მოლიპულზე ფეხი გვიცურავს, 
ხოლო წინ  ასე, ჩასავარდნად პიდაფჩენილი გველის თხრილები.

- - 
* ტრიაჟი - არ მგონია ფრანგულიდან სამედიც. ლექსიკონში შესულ  და დღეს ძალიან გავრცელებულ ამ სიტყვას  მკითხველისთვის განმარტება სჭირდებოდეს. დედაჩემისთვის ვწერ- როცა ექიმმა/ექიმებმა  გადაუდებელი დახმარების პირობებში საერთო სიმრავლიდან  სამსაფეხურიანი კრიტერიუმით პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს ვინმეს ან რამეს.
ან მაგალითად, ერთი პაციენტის შემთხვევაში. ავარიაში მოყვა ვიღაც და  თავი აქვს გატეხილი, მოტეხილი აქვს ფეხი,   სახეზე - ჭრილობებია და ასე შემდეგ… რასაკვირველია, ჯერ თავს უნდა მიხედონ, მერე  მგონი, სახეს თუ ქალია განსაკუთრებით და აშ.

 პ. ს. 

 რაკი სლიტსაიტ urakparaki com  - ის ერთი მკითხველი დაინტერესდა ლექსის მეორე, ფინალური  ნაწილით ,
 რომლის გამოც კომენტარი დავწერე ვვარაუდობ, რომ სხვისთვისაც საინტერესო იქნება 

აქ გათამაშებულია ძველი ანეკდოტი -
მიხო ამბობს,  გუშინ ჩიტმა დამასკლინტაო და მერე ქაღალდი არ გქონდაო, - ქაღალდი?!  როგო არა, მაგრამ აბა,   იმ  ჩიტ  რაღაი  დავეწეოდიო. 

  არაა ეს დიდად ძლიერი ანეკდოტი, მაგრამ  ცნობილია, რომ ძლიერი სტრესის დროს ადამიანის ფსიქიკა თავდაცვისათვის რაიმე,  თუნდაც უშნო იუმორს, სისულელეს  ეჭიდება.
( მაგ. ჭირისუფლებს რომ  სულ არაფერზე უცებ  ჰომერული სიცილი უტყდებათ).
“მე -  რაო, “ პერსონაჟი რაღაც ასეთს  ხომ ამბობს წინ, არა? 
  ძალიან ცდილობს თავი ცივად ეჭიროს, თორემ ძლიერ სტრესშია.
   მონახულებული  ჯარისკაცი, რაკი ხეიბარია,  თუმცა ცოცხალი, მაინც უახლოესებიდან არავის ეკონტაქტება.
(ცნობილია ასეთი შემთხვევები)
ორმო საიდან-ღა  გაჩნდა? და რა შუაშია?! -  ეს უკვე  ადვილად საცნობი  ალუზიაა  კლასიკიდან - ერლომ ახვლედიანის  ნაწარმოებთა კრებულიდან  ,, ვანო და ნიკო”.    
 ეს  ორმო  - სასოწარკვეთილების ,, ორმოა”.
ალუზიას    ამაზე მეტად ვეღარ გავხსნიდი, მართლა  ზღვარზეა,  უკვე პლაგიატი გამომივიდოდა.
აი  ქართველი მკითხველისთვის კარგად ცნობილი ციტატა - სრული სახით:

“რაღა ბევრი გავაგრძელო, ძილზე ხელი ჩავიქნიე და თავი მივეც ოცნებას, მაგრამ ოცნებაც არანაკლებ ჯიუტი აღმოჩნდა - არ იქნა და არ მეოცნებებოდა.
მაშინ კი სასოწარკვეთაში ჩავვარდი. მან ხელგაშლილად მიმიღო. ვიჯექ სასოწარკვეთაში, როგორც მგლისათვის გათხრილ ბნელ ორმოში და ველოდებოდი მგელს. მგელი, სამწუხაროდ, სასოწარკვეთაში არ ჩამოვარდნილა და მე, ღამის სიჩუმეში მოწყენილს, კვლავ არ მეოცნებებოდა და კვლავ არ მეძინებოდა.

(ერლომ ახვლედიანი ,, ვანო და ნიკო”)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი