ბედუინი
#ლექსები შემეტყო, არა, ეგვიპტეში სამოგზაუროდ რომ ვემზადები? ნინო დარბაისელი ბედუინი მე უდაბნოში მივაჭენებ დაღლილ კოჭთეთრას, ბედუინი ვარ, ჩემს გზას მივალ, შემეფეთეთ - რას! უფასურდება განძეულიც აქ აურწყავი. აქ, უდაბნოში მთავარია, რომ გქონდეს წყალი და მიაღწიო უახლოეს ოაზისამდე, გამეცლებოდე ნეტა დროზე, ამ კარგს იზამდე! ვხედავ მირაჟებს, უწყლოდ ტვინი თუ გამეთიშა. ცხელია ვნება, მწველი, როგორც უდაბნოს ქვიშა, ქარს მოაქვს ხმები, როგორ შეჰყეფს გიენა ვარდებს, ვარდი-კარკადე - ვინც ამ ცხელ ქარში გაინავარდებს! წავიდნენ, გაქრნენ, დაგვიტოვეს კი - რა მითები, მე რას მიყურებთ, წადით, ნახეთ პირამიდები! ბედის წინ მქროლი ვარ არაბი - მე ბედუინი, არაფერია წარმავალთა შფოთი, ბუინი, არ გამეცლებით?! - ვფიცავ ალაჰს, განანებთ მწარედ, სიკვდილი მელის, გაიწიეთ, გზა დამიცალეთ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი